კრწანისის ტყე პარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა
კრწანისის ტყე პარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა
11:34 13.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს კრწანისის ტყე პარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე. ტყე პარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა, რომელშიც სააგენტოს თანამშრომლები განთავსდება და მათი ფუნქციამოვალეობები იქნება კრწანისის ტყე პარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველად დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა.

ველური ბუნების სააგენტოს კრწანისის ტყე პარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტოს მიმდინარე გეგმაა ტყე პარკის შეღობვის სამუშაოების განხორციელება, ტყის კორომების დეტალური ინვენტარიზაცია, სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებები და მცენარეთა ჩანაცვლება. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად მოხდება „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების ხე-მცენარეთა დიდი ოდენობებით ჩარგვა.

კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას.

ბეჭდვა