დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამშენებლო დასახლების, ნავთლუღის-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, გიორგი ბერიაშვილის, მიხეილ გახოკიძის, ელენე მეტრეველის, რევაზ მამისაშვილის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ზურაბ ბეგიაშვილის, პოლიციის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V VI VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ელბაქიძის აღმართის, ვერეს შესახვევის, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ახვლედიანის, ჯუღელის, შიო მღვიმელის და ფარნაოზ ლაპიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
