ვარკეთილის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ვარკეთილის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
14:27 28.08.2012
ვარკეთილის დასახლების ნაწილს ხვალ წყალმომარაგება შეეზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი ვარკეთილის სატუმბო სადგურში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

ამ მიზეზით, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება „ვარკეთილი 3“-ის დასახლებას შეუწყდება.

კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყალი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ბეჭდვა