მიხეილ ალექსიძის მისაღებად რამდენიმე სკოლა მზადაა
მიხეილ ალექსიძის მისაღებად რამდენიმე სკოლა მზადაა
15:59 02.03.2012
53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხულ მოსწავლის, მიხეილ ალექსიძის მიღებასთან დაკავშირებით თბილისის მე-20, 122-ე და 124-ე საჯარო სკოლები მზადყოფნას გამოთქვამენ.  აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ანა ქებაძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.
ქებაძის განმარტებით, მიხეილ ალექსიძე ამჟამად, თბილისის 77-ე საჯარო სკოლაშია რეგისტრირებული, თუმცა, რამდენიმე თვეა სკოლაში არ ცხადდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ, მიხეილ ალექსიძეს და მის ოჯახს არ სურს 77-ე სკოლაში სწავლა, რამდენიმე სკოლა დღესაც მზადაა ალექსიძე მიიღონ.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს ალექსიძეს და მის ოჯახს, გააკეთონ არჩევანი ამ სკოლებს შორის, რათა მოსწავლეს სწავლის შესაძლებლობა მიეცეს.
მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო გაირიცხა. 53-ე სკოლის დირექტორმა, ტატო შავიშვილმა იგი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.

ბეჭდვა