დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ  ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:03 06.12.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება იოსელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ბეჭდვა