ახალი ავტობუსები კიდევ 6 მარშრუტზე გავიდნენ
ახალი ავტობუსები კიდევ 6 მარშრუტზე გავიდნენ
12:58 05.12.2019
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. კერძოდ: N7-ზე -სოფელი დიღომი-მეტროსადგური „დიდუბე“, N12-ზე- დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“, N19-ზე - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი-ზემო ფონიჭალა, N57-ზე - სამგორის ქუჩა-კრწანისის ქუჩა, N80-ზე - ორთაჭალის ქუჩა-ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე - მუჯირიშვილის ქუჩა-სადგურის მოედანი.

ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან.

გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები კი გადანაწილდება დიდი დიღმის 2 მარშრუტზე:

N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე მოძრაობენ.

ავტობუსების ახალი შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 3 დეკემბერს წარუდგინა. ისინი მარშრუტებზე ერთი კვირის განმავლობაში გავლენ. უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები მოემსახურება შემდეგ მარშრუტებს: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110.

როგორც ცნობილია, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

ბეჭდვა