„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქციას - „სადილი ყველას“ მოაწყობს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქციას - „სადილი ყველას“ მოაწყობს
09:15 28.08.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარიამობის დღესასწაულზე სოციალურად დაუცველ თბილისელებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდება.  

როგორც „ნიუსპრესს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანია ასოციაცია „კათარზისთან“ ერთად, დღეს ერთობლივ აქციას – „სადილი ყველას“ აწყობს.

აქციის ფარგლებში, მსურველებს შეუძლიათ „კათარზისს“ მთელი დღის განმავლობაში, 11:00-დან 19:00 საათამდე მიმართონ.

მარიამობის მილოცვის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ჰელმუტ ვეიდელი და ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე ასოციაცია „კათარზისს“ ესტუმრებიან.

ბეჭდვა