ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი და ტექნიკური უნივერსიტეტი ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი და ტექნიკური უნივერსიტეტი ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ
17:29 03.12.2019
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, ხვალ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ასევე გაიხსნება ფოტოგამოფენა „ერეკლე II ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“.

გამოიფინება ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი საბუთები, იშვიათი ხელოვნებით გამშვენებული სიგელები, მეფის იარაღისა და სკივრში დაცული გამორჩეულად საყვარელი ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოფენა 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბეჭდვა