სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 98 645 მარიამი ცხოვრობს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის სამსახურმა კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგების თანახმად, სახელი მარიამი ყველა თაობის ქალბატონებშია გავრცელებული.
პოპულარობით სარგებლოს ამავე ფუძისგან წარმოებული კნინობით–ალერსობითი სახელები - მარი (5588), მარიკო (64), მარიკა (5923), მარიტა (779), მარია (8015), მარო (4229) და სხვა.
სახელი მარიამი ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელების ხუთეულშიცაა. კერძოდ, ნინოს, მარიამს, ბარბარეს, ანასტასიას და ანას ახალშობილებს ყველაზე ხშირად არქმევენ.
