კახეთის გზატკეცილზე განათება პერიოდულად გაითიშება
კახეთის გზატკეცილზე განათება პერიოდულად გაითიშება
19:16 01.12.2019
კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს გარე განათების ახალი ბოძებისა და სანათი მოწყობილობების მონტაჟი, გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება - ქსელის მოწყობა და არსებული ძველი ქსელისა და ბოძების დემონტაჟი.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დეკემბერში, კახეთის გზატკეცილზე, გარე განათება სხვადასხვა მონაკვეთში პერიოდულად გაითიშება.

სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

ბეჭდვა