29-31 აგვისტოს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ეროვნული კონკურსის „ალიანტე 2012“-ის ფინალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 25 გუნდი მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი თაობა - ახალი ინიციატივიდან“ აცნობეს, ფინალში გასული გუნდის წევრები ერთმანეთს, როგორც ინტელექტუალურ ასევე, ფიზიკურ ასპარეზობაში შეეჯიბრებიან.
ეროვნულ კონკურს „ალიანტე 2012“-ში მონაწილეობის მისაღებად სულ 2 700 გუნდი, 5 000-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა.
პირველ ტურში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად დარეგისტრერებულ გუნდებს პასუხი 30 დახურული კითხივისთვის უნდა გაეცათ.
მეორე ტური 15 ღია შეკითხვაზე სრულყოფილი, შემოქმედებითი და ინდივიდუალური პასუხების მომზადებას გულისხმობდა.
ეროვნული ფინალის გამარჯვებული 3 გუნდი ჩეხეთის პარტნიორი ორგანიზაციის „ევრო ატლანტიკური ასოციაციის“ (JAGELLO) თანამშრომლობის ფარგლებში, სექტემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთს ეწვევა.
ეროვნულ კონკურს „ალიანტეს“ „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ 2008 წლიდან ახორციელებს.
პროექტის მიზანი უსაფრთხოების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტი მულტინაციონალურ ჯგუფებში ფიზიკურ და ინტელექტუალურ ასპარეზობებს ითვალისწინებს.
