მიხეილ ბატიაშვილი რეგიონში პირველ, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის მასშტაბურ პროექტს საერთაშორისო კომპანიებთან - HP და Microsoft-თან პარტნიორობით განახორციელებს
მიხეილ ბატიაშვილი რეგიონში პირველ, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის მასშტაბურ პროექტს საერთაშორისო კომპანიებთან - HP და Microsoft-თან პარტნიორობით განახორციელებს
15:06 25.11.2019
რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ მასშტაბურ პროექტს მიხეილ ბატიაშვილი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების - Microsoft-ისა და HP-ის ჩართულობით განახორციელებს.

BTU-AI ინდუსტრიის ფუნდამენტური ცვლილებისთვის ემზადება - ეს იქნება რეგიონის მასშტაბით პირველი საგნმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს, ადგილი ექნება ინოვაციების გენერირებას, კვლევას, სწავლებას და განვითარებას. უნივერსიტეტი BTU-ს სივრცეში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, ერთიანი სამუშაო სივრცეებით, კვლევითი ცენტრით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, სასწავლო აუდიტორიებით და აქტივობების განსახორციელებლად სხვადასხვა საჭირო რესურსით იქნება წარმოდგენილი.

უნივერსიტეტის მიერ გაცხადებული გეგმები ასევე მოიცავს:

• HP-ის მძლავრი, მაღალი წარმადობის ტექნოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედებას;
• Microsoft-ის მიერ, სასწავლო და კვლევითი პროექტების უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებას. მათ შორისაა, AI Business School, AI Academy და სხვა;
• ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო კონფერენციების, სამიტების და ვორკშოპების მოწყობას;
• საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლევითი პროექტების განხორციელებას, ქვეყნის მოწინავე ინდუსტრიებში ხელოვნური ინტელექტის; აპლიკაციების ინტეგრირების ანალიზს, პერსპექტივების პროგნოზირებას და სხვა;
• ახალი სტარტაპების აქსელერაციასა და ინკუბაციას, საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების ხელშეწყობას.


მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის, MBZUAI -ს ინციატივა 2019 წლის ოქტომბერში აბუ დაბიში გაჟღერდა და ის ფუნციონირებას მომავალი წლის სექტემბერში დაიწყებს.

BTU AI რეგიონის პირველი უნივერსიტეტი იქნება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სწავლების, კვლევების და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებს. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2022 წლისთვის 4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მისი შესაძლებლობები მსხვილი ინდუსტრიების მიერ წარმოების, ჯანდაცვის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების და სხვა სექტორების ეფექტიანობის გასაზრდელად იქნება გამოყენებული.

ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა მსოფლიოში. კადრებზე მზარდმა მოთხოვნამ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროება გააჩინა, რომელსაც BTU AI სრულად დააკმაყოფილებს.


ბეჭდვა