ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
14:11 25.11.2019
საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე, ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისად, ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი.

ბეჭდვა