პირველკლასელთა დამატებით ონლაინ რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
პირველკლასელთა დამატებით ონლაინ რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
13:52 27.08.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეიდან პირველკლასელთათვის დამატებით ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მშობლებს საკუთარი შვილების დარეგისტრირება განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და www.catalog.edu.ge-ზე შეეძლებათ. საბუთების მიღება კი, სკოლებში 2 სექტემბრიდან დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.

ბეჭდვა