თოვლის გამო "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს
თოვლის გამო "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს
23:25 21.11.2019
„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისაგან გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222

ბეჭდვა