საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია თოვლიც
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია თოვლიც
16:55 21.11.2019
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული. დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.



ბეჭდვა