თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
19:15 20.11.2019
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც დღეს, 00:00 საათიდან 21 ნოემბრის 07:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩის, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ბეჭდვა