თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
14:49 19.11.2019
დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე, 23:00 საათიდან 20 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ ცოტნე დადიანის ქუჩაზე შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


ბეჭდვა