„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ცაგერში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, გიორგი ახვლედიანმა და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა მსვლელობაშიც მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას წმინდა მაქსიმე აღმსარებლის დღესასწაული მიულოცეს.
„ეს არის დიდი ბედნიერება, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელის საფლავი სწორედ საქართველოშია. მთელი მართლმადიდებელი სამყარო სიხარულით ხვდება ამ დღესასწაულს. კიდევ ერთხელ ვულოცავთ სრულიად საქართველოს“ – განაცხადა ახვლედიანმა.
