დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
17:44 13.11.2019
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


ბეჭდვა