თბილისში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
18:16 12.11.2019
დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00
საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზეც.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.


ბეჭდვა