''თბილსრესის'' გაფიცული თანამშრომლები ხვალ, 11 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან
საპროტეტო აქციასაც გამართავენ.
წინა დღეებში დამსაქმებელთან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დამსაქმებლები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ, ასევე, ღამის საათებში ანაზღაურების 20%-ით გაზრდას.
ადმინისტრაციის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი დაპირება მოხდა იანვრიდან ხელფასის მხოლოდ 20% მატების შესახებ, თუმცა მსგავსი სიტყვიერი დაპირება დასაქმებულებს მაისის თვეშიც მისცეს, თუმცა არ შეასრულეს. გაფიცვაში მონაწილეობს ყველა დასაქმებული.
