electionportal.ge -ს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატება
electionportal.ge -ს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატება
13:31 26.08.2012
არჩევნების პორტალს www.electionportal.ge-ს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პრესკონფერენცია გაიმართება.

არჩევნების პორტალის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

პორტალის საწყისი მხარდაჭერა „ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ“ (OSI) უზრუნველყო. არჩევნების მონაცემთა ბაზის შექმნა კი, დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

საარცევნო ვებ-გვერდი electionportal.ge ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, „ჯამპსტარტ ჯორჯია“-ს (jumpstart.ge), ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - მიერ შეიქმნა.


ბეჭდვა