დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
14:38 11.11.2019
დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, 22:00
საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.




ბეჭდვა