ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ატმოსფერული ჰაერის შესახებ ლექცია ჩატარდა
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში  ატმოსფერული ჰაერის შესახებ ლექცია ჩატარდა
15:36 08.11.2019
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და ატმოსფერული ჰაერის საკითხზე ესაუბრა.

ლექცია-სემინარი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად საკითხებს, დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებსა და სამომავლოდ თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხილვას დაეთმო.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით და მუდმივად აწყობს შეხვედრებს დაინტერესებულ საზოგადოებასთან.

ბეჭდვა