ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში ასპინძელმა მარი ფოცხვერაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა
ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში ასპინძელმა მარი ფოცხვერაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა
12:07 08.11.2019
თბილისში, სპორტულ კომპლექს ,,მართვე’’-ში კადეტთა შორის ძიუდოში გიორგი ველიჯანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული 700-მე ძიუდოისტი იღებდა.

ტურნირში ასპინძის ა(ა)იპ სასპორტო გაერთიანების ძიუდოს სპორტსმენმა მარი ფოცხვერაშვილმა გოგონათა შორის I საპრიზო ადგილი მოიპოვა, ხოლო ვაჟებში III საპრიზო ადგილი ბექა ბერიძემ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მარი ფოცხვერაშვილს და ბექა ბერიძეს დამსახურებული ტიტულების მოპოვებას.

ბეჭდვა