ველური ბუნების სააგენტოში მოსწავლეებს მცენარეთა გამოყვანის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
ველური ბუნების სააგენტოში მოსწავლეებს მცენარეთა გამოყვანის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
15:10 06.11.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს 182-ე

საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი (ადგილი, სადაც დროებით განთავსებულია მცენარეები), მცენარეთა პლანტაციები და სათბური დაათვალიერეს, ასევე, ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა ბავშვებს ტრენინგი ჩაუტარა მცენარეთა დარგვის, მოვლისა და გამოყვანის შესახებ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დარგეს ელდარის ფიჭვის ნერგები.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების სააგენტო წელიდადში 102 სახეობის მილიონამდე ნერგს აწარმოებს, მათ შორის 20-მდე სახეობას საქართველოს წითელი ნუსხიდან.


ბეჭდვა