ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულეს
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულეს
22:36 03.11.2019
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მოინახულეს.

ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ რომ, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვა აღავლინა.

ბეჭდვა