სილამაზის კონკურსზე „მის მსოფლიო თინეიჯერი,“ მეორე ადგილი ქართველმა გოგონამ - 14 წლის ლიდია ჩხაიძემ დაიკავა.
კონკურსზე ქართველი მოდელის გამოსვლას მუსიკალურად „ვარსკვლავების აკადემიის“ მონაწილე, მუსიკოსი ქეთი ორჯონიკიძე აფორმებდა.
სამშობლოში დაბრუნებული ლიდია ჩხაიძის განცხადებით, კონკურსზე კონკურენციაზე საკმაოდ მძაფრი იყო. ქართველი თინეიჯერი საკუთარი მიღწევით კმაყოფილია.
გვატემალაში გამართულ „მის მსოფლიო თინეიჯერში“ მსოფლიოს 40 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
