ქართველი მართლმადიდებლები გარეჯელ მოწამეებს იხსენიებენ
ქართველი მართლმადიდებლები გარეჯელ მოწამეებს იხსენიებენ
11:29 25.08.2012
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი გარეჯელი მოწამეების -გერონტის, სერაპიონის, გერმანეს, ბესარიონის, მიქაელის და სვიმეონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მოწამეები დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ და 1851 წელს აღესრულნენ.

გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა შემოსევებისა და რბევის ადგილი იყო. მოთარეშეები ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს ანადგურებდნენ, ღვთისმსახურებისთვის საჭირო ძვირფას ნივთებს იტაცებდნენ და უდაბნოში მოღვაწე მამებს აწამებდნენ.

1851 წლის ზაფხულში ლეკების რაზმმა გარეჯის უდაბნოში დავითის ლავრა დაარბიეს და ბერ-მონაზონნი დახოცეს. მათი წამების ისტორია ერთ-ერთმა ბერ-მონაზონმა ისააკმა პლატონ იოსელიანს მისწერა.

მისი თქმით, აღსრულების შემდეგ ღირს მამებზე ნათელი გადმოვიდა და წამებულებს დაადგა. თავად ბერმონაზონი ისააკი კი, ლეკებმა ტყვედ წაიყვანეს. ის ტყვეობიდან რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პავლეს ძემ გამოიხსნა.

მართლმადიდებლები დღეს მღვდელმოწამე ალექსანდრეს - კომანელ ეპისკოპოსსაც იხსენიებენ.

ბეჭდვა