პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად,
2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117-ე საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება. 
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       