მეუფე პეტრე გადააყენეს
მეუფე პეტრე გადააყენეს
14:22 31.10.2019
საქართველოს საპატრიარქოში დღეს გამართულ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე გადააყენეს.

მეუფე პეტრემ სინოდის სხდომა უკვე დატოვა და ინფორმაცია, გადაყენების შესახებ თავად დაადასტურა.

"სინოდმა, პირადად პატრიარქმა - სინოდის თავმჯდომარემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენეს მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პედერასტიის მხილება, მამათმავლური და პედერატული ცოდვების მხილება“-განაცხადა მეუფე პეტრემ.

ბეჭდვა