დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო, შუქი 10-დან 18 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს გაეთიშება.
კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, მიშველაძისა და მოსაშვილის ქუჩებს შეეხება.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგია გათიშულ აბონენტებს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.
