"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია სირიაში მიმდინარე მოვლენებს გმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგელებმა დღეს "მშვიდობის აქცია" გამართეს.
აქცია მშვიდობის ხიდთან ჩატარდა და მონაწილეებმა ჰაერში სიმბოლურად თეთრი და წითელი საჰაერო ბურთები გაუშვეს.
ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგელების თქმით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალგაზრდები სირიას სოლიდარობას უცხადებენ.
"ამ აქციის მთავარი მესიჯი არის - არა ძალადობას. სირიაში მიმდინარე მოვლენებს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამიტომ, ჩვენ გვინდა სირიელ ხალხს მშვიდობა ვუსურვოთ"- განუცხადა "ნიუსპრესს" "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრული ორგანიზაციის წარმომადგენელმა თორნიკე რევიშვილმა.
რიყის პარკში სიმბოლურად ახალგაზრდებმა დიდი ზომის ტილოც გაშალეს, რომელსაც სხვადასხვა ენებზე სიტყვა ",მშვიდობა" ეწერა.
