ტელეკომპანია „დიამ“ წერილობითი გაფრთხილება მიიღო
ტელეკომპანია „დიამ“ წერილობითი გაფრთხილება მიიღო
18:44 24.08.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს ტელეკომპანია „დიას“ სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება მისცა.

როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, სამაუწყებლო კომპანია „დია“ ეთერში რუსულ ენაზე დუბლირებულ მხატვრულ ფილმებს უშვებდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კი, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმები მაუწყებლის ეთერში მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული უნდა გავიდეს.

კომისიამ ტელეკომპანია „დიას“ სანქცირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

„თრიალეთმა“ კომისიას აღნიშნული დარღვევის შესახებ წერილობით აცნობა და მტკიცებულების სახით DVD დისკი დაურთო, სადაც დარღვევის ამსახველი ვიდეო მასალა იყო ჩაწერილი.

ბეჭდვა