ISUZU--ს მარკის 8-მეტრიანი, EUღO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდა და მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" - სოფელი გლდანის მარშრუტზე მოძრავი 4 ძველი
"ბოგდანი" ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩაანაცვლა.
პირველ ეტაპზე, ახალი ავტობუსები სულ 10 მარშრუტზე გადანაწილდნენ: N4, 10, 28, 34, 42, 56, 66, 78, 103 და 108
ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული ISUZU--ს მარკის ავტობუსი. დარჩენილ 160 ავტობუსს მწარმოებელი ქალაქს წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიაწვდის.
ISUZU--ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც წიფი მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის წიფი-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და უსბ დამტენები.
პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს.
