ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აბიტურიენტები ხვალ შეიტყობენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 28 ივნისს
დაიწყო და 19 ივლისს დასრულდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან მხოლოდ 2% არ გამოცხადდა, დაგვიანების გამო 12 აბიტურიენტი არ დაიშვა.
აბიტურიენტებს გამოცდების შედეგების გაგება როგორც ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდის ისე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეუძლიათ.
შეტყობინების სერვისი ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამისთვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 93 333 უნდა გაგზავნონ. მომსახურების საფასური 50 თეთრია.
წელს 35 ათასი აბიტურიენტიდან შეფასება 1 000-მა გაასაჩივრა. განაცხადებს სპეციალური კომისია 6 დღის განმავლობაში სწავლობდა, შედეგად, 350 აპლიკანტს ქულა შეეცვალა.
