თბილისში, თევდორე მხვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართული. არსებული ინფორმაციით,
აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე პოლიციის ეკიპაჟები.
