„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ სოფლებში ინტერნეტის შეყვანა დაიწყო
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ სოფლებში ინტერნეტის შეყვანა დაიწყო
17:40 24.08.2012
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაქრაძე დღეს, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც რეგიონებში ინტერნეტის შეყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.

ბაქრაძემ „სილქნეტის“, „კავკასუსისა“ და „დელტას“ წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში ინტერნეტის შეყვანის გრაფიკი განიხილა.

როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოები შიდა ქართლიდან დაიწყება და ეტაპობრივად კახეთს, სამეგრელოს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, რაჭას, გურიას და აჭარას მოიცავს.

პროგრამის პირველ ეტაპზე 300 სოფლის კომპიუტერიზაციაა გათვალისწინებული და ეს პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

გადამზადების ცენტრების 600 თანამშრომელი თანასოფლელებს ვიდეო-გაკვეთილების, შემეცნებითი ფილმებისა და აუდიო-ლიტერატურის დახმარებით, პროგრამირების საფუძვლებს შეასწავლის.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პრეზენტაცია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 10 მაისს გაიმართა.

ბეჭდვა