„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის რეზერვუარი „ვაზისუბანი I“ ექსპლუატაციაში გაუშვა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სასმელი წყლის რეზერვუარი „ვაზისუბანი I“ ექსპლუატაციაში გაუშვა
16:58 24.08.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 7500 კუბური მეტრის მოცულობის სასმელი წყლის რეზერვუარი - „ვაზისუბანი I“ ექსპლუატაციაში გაუშვა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, ახლადრეაბილიტირებული ობიექტის საექსპლუატაციოდ მომზადებისა და წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოები კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

რეზერვუარი კომპანიამ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, სასმელი წყლის დამატებითი მოცულობის შექმნის მიზნით განახორციელა.

„ვაზისუბანი I“-ის ექსპლუატაციაში გადაცემით, ვაზისუბნის მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, კაიროს, ბოგდან ხმელნიცკის, ცისკრის, ჩოლოყაშვილის, წულაძის, დოდაშვილის, ქინძმარაულისა და მათ მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება, ვაზისუბნის ასახლება კი, წყალს უწყვეტად მიიღებს.

ბეჭდვა