112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს
112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს
12:55 25.10.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთა გამოკითხვას იწყებს.

"გამოკითხვა განხორციელდება სამი სხვადასხვა არხის საშუალებით - სატელეფონო, ვებგვერდი (www.112.ge ) და მობილური აპლიკაცია (#112Georgia).

სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდება სამ თვეში ერთხელ და გამოიკითხება 4500-მდე მოქალაქე. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში მსურველებს, მუდმივად ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

გამოკითხვის შედეგად, შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთება მოქალაქეთა განწყობა, მათი შეხედულებები, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში"-აცხადებენ 112-ში.

ბეჭდვა