გაზეთი "დროების" გამოცემა განახლდა
გაზეთი "დროების" გამოცემა განახლდა
13:45 02.03.2012
გაზეთ "დროების" განახლებული გამოცემის პრეზენტაცია დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება.

"დროებაში" 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული. იგი ყოველკვირეული გამოცემა იქნება და პარასკევობით გამოვა.

პრეზენტაციას საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზეთ "დროებამდე" პირვანდელი სახით, ასევე, ილია ჭავჭავაძის გაზეთი "ივერია"-ც გამოიცა. საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს, "ივერიის" დაარსებიდან 135 წლის იუბილეც აღინიშნება.



ბეჭდვა