საერთაშორისო მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35“ 6-7 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მდგრადი განვითარებისთვის გარემოსდაცვითი განათლების საკითხებს მიეძღვნება.
კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
მასში მთელი მსოფლიოდან 400-ზე მეტი დელეგატი და 70-მდე უმაღლესი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან პრემიერ-მინისტრები და გარემოს დაცვის მინისტრები.
კონფერენციის მონაწილეები თბილისის კომუნიკეს შეიმუშავებენ, რომელიც „მდგრადი განვითარებისთვის განათლების გლობალურ სტრატეგიას“ განსაზღვრავს და მდგრადი განვითარების მისაღწევად ქვეყნებს გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
