ვანო მერაბიშვილმა თერგზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურები დაათვალიერა
ვანო მერაბიშვილმა თერგზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურები დაათვალიერა
11:46 24.08.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ყაზბეგის რაიონში მდინარე თერგზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

მერაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან და ენერგეტიკის მინისტრთან ვახტანგ ბალავაძესთან ერთად, მდინარე თერგზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს „ლარსი ჰეს"-ის და „დარიალი ჰეს"-ის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო, რომლებიც ექსპლუატაციაში 2014 წელს შევა.

ჰიდროელექტროსადგურის „ლარსი ჰეს"-ის და „დარიალი ჰეს"-ის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჯამში მათი დადგმული სიმძლავრე 127 მგვტ-ს, ხოლო წლიური გამომუშავება 619 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. აღნიშნული ჰესების მშენებლობაში 155 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ჰესების მონახულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა დაბა სტეფანწმინდაში ახლადგახსნილი სასტუმრო „Rooms Hotel Kazbegi" დაათვალიერა.


ბეჭდვა