ჩვილთა 24-ე საყოველთაო ნათლობა 9 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, ნათლობისთვის საბუთების მიღება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე იწარმოებს.
ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობა 13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომლის დროსაც პატრიარქის ნათლულებს კიდევ 510 ჩვილი შეემატა.
სულ უწმინდესს 11 901 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
