ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა ნებადართული იქნება
17:32 17.10.2019
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ლოკაციიდან ტრანსპორტი მოძრაობას მარჯვნივ, ვაკის პარკის მიმართულებით გააგრძელებს.