გაბუნია - ლოგოპედური სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სასწავლო გეგმა სჭირდებათ
გაბუნია - ლოგოპედური სკოლის მოსწავლეებს სპეციალური სასწავლო გეგმა სჭირდებათ
13:28 02.03.2012
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ზაზა გაბუნია ლოგოპედური სკოლის მასწავლებლების იმ საჯარო სკოლაში გადაყვანს ითხოვს, სადაც ლოგოპედური სკოლის მოსწავლეები გაანაწილეს.

როგორც ზაზა გაბუნიამ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათ ძველი პედაგოგები უნდა უტარებდნენ გაკვეთლს.

მისი თქმით, ლოგოპედური სკოლის მოსწავლეებს საჯარო სკოლაში ლოგოპედიის გაკვეთილი უტარდებათ, თუმცა, ეს მათთვის საკმარისი არ არის, რადგან მათ განსაკუთრებული სასწავლო გეგმა სჭირდებათ.

"ლოგოპედური სკოლის მოსწავლეების საჯარო სკოლაში სწავლა შესაძლებელია, თუმცა, ამისთის შესაბამისი კლასები უნდა გამოიყოს.
მათი განათლების პროცესში გადამზადებული პედაგოგები არიან ჩართულნი, ეს კი, შედეგის მომტანი არ იქნება. ამიტომაც ვითხოვთ ძველი პედაგოგების გადაყვანას", - განაცხადა გაბუნიამ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 193-ე ლოგოპედური სკოლა 203-ე სმენადაქვეითებულთა სკოლასთან გაერთიანდა.

ბეჭდვა