ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას ეძღვნება.
წელს მერაბ კ ოსტავას დაბადებიდან 80, ხოლო გარდაცვალებიდან 30 წელი სრულდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მერაბ კოსტავას ხელნაწერთა დედნები, პირადი ნივთები (მერაბ კოსტავას კუთვნილი ჯვარი, საბეჭდი მანქანა, ხმის გამაძლიერებელი, დროშა, ნოტები, კონსპექტები...), წიგნები და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები. წარმოდგენილ ექსპონატთა უმეტესობას დამთვალიერებელი პირველად იხილავს.
გამოფენა 11:00 საათზე გაიხსნება.
მის: ი. ჭავჭავაძის N1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი.
