დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.
15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და სტუდქალაქის ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
ასევე, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დები იშხნელების, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და 26 მაისის მოედნის მაცხოვრებლები.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამასი არაგველის, არბოშიკის, ორთაჭალჰესის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მაცხოვრებლები.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო "ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის "ა" მოკრორაიონის, ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ვეძინის, რიწის, ყიფიანის, ცხემის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, ზაალ ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
