ხვალ სასტუმრო "Rooms Hotel"-ში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნება
 ხვალ  სასტუმრო "Rooms Hotel"-ში  შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნება
15:36 14.10.2019
დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 ოქტომბერს სასტუმროში "Rooms Hotel" შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნება.

ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ, 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარ სპეციალურ პროგრამას წარმოადგენს. პროგრამა 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ხორციელდება.

ფორუმი 09:00 საათზე გაიხსნება

ბეჭდვა